სამშაბათი, მაისი 27, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკასაპარლამენტო არჩევნების შემდეგ საფრანგეთი ეტყვის თუ არა უკრაინას...

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საფრანგეთი ეტყვის თუ არა უკრაინას უარს დახმარებაზე? – ალექსი ნონიაძის პოლიტიკური შეფასებები

რუსეთ-უკრაინის საომარი კონფლიქტი უკრაინისთვის რა შედეგით დასრულდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიციას აქვს. ვლადიმერ პუტინი ამ ომს მოიგებს, თუ კრემლი კოლექტიური დასავლეთის ერთობაში განხეთქილებას შეიტანს. ოფიციალურ მოსკოვს ხელს აძლევს ასევე 2024 წელს აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში მიმდინარე არჩევნებში ისეთი პოლიტიკური ძალების ხელისუფლების სათავეში მოსვლა, რომლებიც რუსეთის მარცხს ღიად უპირისპირდებიან და გლობალური პოლიტიკის წარმართვის ნაცვლად, უფრო ნაციონალურ პრობლემატიკაზე აკეთებენ საკუთარ ამომრჩევლებთან აქცენტირებას. მაგალითად ასეთი პოლიტიკური ძალა საფრანგეთში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია – „ეროვნული ფრონტია“, რომელთაც პროგნოზებისა და მოლოდინების საწინააღმდეგოთ (პირველ ტურში უკეთესი შედეგები ჰქონდათ) საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მანდატების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი დაიკავა.

საფრანგეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები ჩატარდა, რომელიც მაღალი აქტიურობითა (67%) და მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. მეორე ტურში ულტრამემარჯვენეები ეროვნულ ანსაბლეაში უმრავლესობით, რომ არ მოსულიყვნენ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტიას მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალ სახალხო ფრონტთან“ (NPF) თანამშრომლობა მოუწია. შეთანხმება, რომ შემდგარიყო ცენტრისტებმა მემარცხენეების სასარგებლოდ კენჭისყრიდან 224 საკუთარი კანდიდატი მოხსნეს.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა საფრანგეთში, რაც ემანუელ მაკრონის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მიზერული 15%, ხოლო მარი ლე პენის პარტიამ 30%-ზე მეტი მიიღო. პოლიტოლოგების ერთ ნაწილს, რომლებიც საფრანგეთისა და ევროკავშირის თემატიკით არიან დაკავებულნი მიაჩნიათ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ვადამდელი არჩევნები ჩანიშნა. მათი თქმით ასე იქცევიან ნამდვილი დემოკრატი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, რომლებიც არჩევნებს აგებენ და საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ხალხს ახალი არჩევანის შესაძლებლობას აძლევენ. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ემანუელ მაკრონი საკუთარ თავს ეთამაშა და წააგო, რადგან ახალ პარლამენტში მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ძლიერი პრეზიდენტის ფიგურა კი არა კონსენსუსი იქნება საჭირო, რითაც პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა შეამცირა.

577 დეპუტატიდან მემარცხენე ალიანსს 182 მანდატი, ცენტრისტებს 163 მანდატი, ხოლო ულტრამემარჯვენეებს 143 მანდატი აქვთ. რადგან უმრავლესობას (289 მანდატს) ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი დამოუკიდებლად ვერ აგროვებს, საჭირო გახდება მოლაპარაკება და დიალოგი ყველა საკითხზე, რაც პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის გადადგომის შემდეგ, პირველ სახითხზე რაზეც ახალი ეროვნული ანსაბლეის დეპუტატებს ხმის მიცემა დასჭირდებათ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება იქნება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი მთავრობა საფრანგეთს კოალიციური ეყოლება და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევისას საფრანგეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა არ იქნება მარტო საკმარისი.

ახლო მომავალში შესაძლოა ეჭვს ქვეშ დადგეს საფრანგეთის დახმარების საკითხი უკრაინასთან მიმართებაშიც. ფაქტია, რომ ემანუელ მაკრონს გაუჭირდება ისევე უპრობლემოდ გაიტანოს ნებისმიერი საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტში, როგორც ამას იგი მისი პარტიის უმრავლესობის პირობებში ახერხებდა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მართალია მარი ლე პენის პარტია, რომელიც ცნობილია თავისი რასისტული განცხადებებით, საფრანგეთის იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარების მცდელობითა და ვლადიმერ პუტინის პიროვნებისადმი სიმპათიების გამომჟღავნებით, ვერ გავიდა უმრავლესობით, მაგრამ პირველ ადგილზე გასული კოალიციის „ახალი სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი, 2022 წელს როდესაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, თავის განცხადებებში ასევე შემჩნეულია კრემლისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში.

თუმცაღა ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ასე ცალსახად ცუდად ან კარგად არის იგივე უკრაინასთან მიმართებაში. პირველი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრო დასჭირდა იმისთვის, რომ კრემლის მოძალადე რეჟიმის მიმართ დღევანდელი პრინციპული პოზიცია დაეკავებინა და მეორე, „ახალი სახალხო ფრონტი“ (NFP) – რამდენიმე პარტიის კლასტერია, დაწყებული უკიდურესი მემარცხენე პარტიიდან დამთავრებული უფრო ზომიერი სოციალისტებით და ეკოლოგებით დამთავრებული, ასე, რომ აქაც ცალკეული ლიდერების გადასაწყვეტი არ იქნება უკრაინის დახმარების საკითხი და დღის წესრიგის მთავარი ამოცანა კონსენსუსის მიღწევა იქნება.

ბოლოში ისევ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოპტიმისტური განწყობა უნდა გაგიზიაროთ, რომლითაც იგი საფრანგეთში საპარლამენტო არჩვენების შედეგებს გამოეხმაურა: „პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება, საკმარისია, რომ ვარშავაში ბედნიერი ვიყოთ“.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩერგოს და სალომეს ერთობას ებარებოდეთ‼️ მიშა გადადექი😃” – ელისო კილაძე

ე.წ. "პატიმრების წერილთან" დაკავშირებით მოხდა სიტუაციის გარკვევა-დაკონკრეტება, რასაც ირონიანარევი...

“რუსებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცავარა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“პოლიტიკოსების ერთწლიან “სროკებზე” ამხელა დრამები მქრინჯავს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკოსების დაპატიმრების თემას კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი...

“ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“ხელისუფალმა უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც მისი მიზანი ფული და ძალაუფლება იყო” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, კონკრეტული მინიშნებებით, მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...