შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმების გააუქმებას...

კახა კალაძე “სითი პარკის” მიერ გამოწერილი ჯარიმების გააუქმებას გეგმავს

ჯარიმების ამნისტიის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნული ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს ჯარიმების საერთო რაოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.

მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას.

აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ასევე აღნიშნავს, რომ „სითი პარკთან“ მოლაპარაკებები შედგა და შეთანხმდნენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის იყო საჭირო.

ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ შეიძლება რომ იყო ცოცხალი ადამიანი, გყავდეს მეგობრები, ნათესავები, მეზობლები და მერე ისეთ რაღაცეებს...

ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია დაკავებების და გასამართლებების...

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა ფიქრობთ რომ დროშის ფრიალისთვის ეს კაცი ციხეში უნდა იჯდეს?” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციაზე ასაკოვანი ადამიანის დაკავების ვიდეოს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...