ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 6-8 ივლისის პერიოდისთვის

5 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 6 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის შუა რიცხვებში ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ნიშნებიც გამოჩნდა, იყო მკვეთრი გამყარებაც კი, შემდგომ ერთგვარი რყევებიც შეინიშნებოდა, ბოლო კვირაში კი ისევ სტაბულური კურსი იყო, ლარის ისევ გამყარების ტენდენციით და რიგ შემთხვევაში საგრძნობიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

2 ივლისი – 2.8016;
3 ივლისი – 2.7937;
4 ივლისი – 2.7996;
5 ივლისი – 2.7860.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე კიდევ უფრო საგრძნობლად გამყარდა, 0.0247 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7613 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც და კურსის რყევებთან ერთად 3 ლარის ნიშნულსაც ჩასცდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

2 ივლისი – 3.0114;
3 ივლისი – 2.9937;
4 ივლისი – 3.0124;
5 ივლისი – 3.0089.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე უკვე საკმაოდ გამყარდა, 0.0203 ლარით, ჩამოსცდა 3-ლარიან ნიშნულს და 6 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9886 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5303 ლარი (გამყარდა 0.0246 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0844 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6811 (გამყარდა 0.0062 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6239 ლარი (გამყარდა 0.0145 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1122 ლარი (გამყარდა 0.0590 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0722 ლარი (გამყარდა 0.0209 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8007 ლარი (გამყარდა 0.0313 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3072 ლარი (გამყარდა 0.0293 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4274 ლარი (გამყარდა 0.0232 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7178 ლარი (გამყარდა 0.0116 ლარით).

რუბლთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა, იყო მკვეთრი გაუფასურებაც და გამყარებაც, მერე ისევ გაუფასურებაც, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო სტაბილური გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

2 ივლისი – 3.2100;
3 ივლისი – 3.1717;
4 ივლისი – 3.1731;
5 ივლისი – 3.1541.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0195 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 6 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1346 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული