პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, თინა ბოკუჩავა განცხადებას აკეთებს პოლიტიკურ გეგმებთან და საერთო ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით:
,,ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, რა დროსაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, თავმჯდომარესთან მიმართებაში ისევე, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში.
არასერიოზულია პიროვნულ სიმპატიებსა და ანტიპატიებზე საუბარი მაშინ, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი