კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს გარდა...

“ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს გარდა იმისა, რომ ეს არის მძღოლებისთვის ზედმეტი ფინანსური გადასახადი” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს პირველადი ტექინსპექტირების საფასურის შესაძლო გაზრდის შედეგებთან დაკავშირებით:

,,ჩემი აზრით, ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს გარდა იმისა, რომ ეს არის უბრალოდ მძღოლებისთვის ზედმეტი ფინანსური, ასე ვთქვათ – გადასახადი. 60 ლარს გადაიხდიან თუ 90 ლარს, 30 ლარით გაძვირება არავის არ უწყვეტს. ვინც ატარებს პერიოდულ ტექინსპექტირებას ავტომობილებს, მისთვის 60 ლარი იქნება თუ 90 ლარი, მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ვინც ვერ ატარებს, მისთვისაც ანალოგიურად – 60 ლარი იქნება თუ 90 ლარი, ჯარიმა 50 ლარი იქნება თუ 500 ლარი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

იმიტომ, რომ პრობლემა და თემა არის საერთოდ სხვა რამეში, სხვაგან უნდა ვეძიოთ გამოსავლის გზები. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ავტოპარკი არის განსაახლებელი. ავტოპარკი თუ არ განვაახლეთ, შესაბამისად, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი და მეტი ავტომობილი ვეღარ გაივლის ტექინსპექტირებას.

ეს ავტომობილები სად მიდის? ის ავტომობილები, რომლებიც აღარც ფუნქციონირებაში აღარ არის და აღარც მფლობელს აღარ სურს, რომ იმ ავტომობილით ისარგებლოს – ან უნდა გაუშვას რეექსპორტზე ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება უნდა დაიშალოს. ეს 2 ვარიანტია ძირითად შემთხვევაში.

პიქირით, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მოსახლეობას. არა თუ ჯარიმები, გადასახადები უნდა გავზარდოთ, პირიქით – საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, მათ მდგომარეობაში შევიდეს, რომ მაქსიმალურად, როგორმე იქნებ მოხდეს ისე, რომ მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე არ სცადონ პრობლემის გამოსწორება. ჩემი აზრით, მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. ეს იქნება ზედმეტი ფინანსური სარგებლის მიღება კონკრეტული სუბიექტებისთვის მოქალაქეების მხრიდან“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ინფორმაციისთვის: „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება. მონიტორინგი განხორციელდება კამერების მეშვეობითა და გარკვეული ჯგუფების ჩართულობით.

იმ შემთხვევაში თუ ტექინსპექტირების ცენტრი გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ დაახარვეზებს, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრები დაჯარიმდებიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი, გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკების ეტაპი პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე.

კონკრეტულად საუბარია ინსპექტირების საფასურის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც გულისხმობს, რომ ტექინსპექტირების გავლის საფასური 90 ლარი გახდება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!”...

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი,...

“უბედურება ეს არის, როდესაც კანონზე ზემოთ დგას – პარტია და ბელადი” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...