კვირა, ივლისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას

გია ჯაფარიძე: “ქართული ოცნება” ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საქართველოს დაახლოება დასავლურ და ამერიკულ ცივილიზაციასთან:

,,აშშ-მა და ევროპამ დაამარცხა რუსეთი “ცივ ომში” საქართველოს გარეშე, ანაკლიის პორტის გარეშე. აშშ და ევროპის კავშირი უზრუნველყოფდნენ საკუთარ უსაფრთხოებას საქართველოს გარეშე.

ევროპის კავშირმა შექმნა მშვიდობის, კეთილდღეობის და სოციალური დაცულობის ისტორიაში უნიკალური სივრცე, ეგეც მოხდა საქართველოს გარეშე.

აშშ-ს და ევროპის კავშირს საქართველოს გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. საქართველოს სჭირდება არსებობისთვის ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. საქართველოს სჭირდება ანაკლიის პორტი.

ერთადერთი, რაც დასავლეთს აქ შეიძლება მოსწონდეს, არის ჩვენთან ღირებულებათა თანაზიარობა. თუ დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სამართალი, მორალი არ გვინდა, მაშინ საქართველო უინტერესოა დასავლეთისთვის.

ესაა სინამდვილე. დანარჩენი ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა. როცა ამ ღირებულებებს ღალატობს და ღიად მიდის აშშ-ს და ევროპის კავშირის წინააღმდეგ, ,,ქართული ოცნება” ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

აშშ-ს და საფრანგეთის ეროვნული დღეები ახლოვდება და ამაზე გამახსენდა”, – აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...