,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ჟურნალისტებთან კომენტარში ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას ეხმიანება:
,,36 მეგობარი ქვეყანა მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან რუსული კანონის გაუქმებას, თუმცა ივანიშვილის პარტია ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ დემოკრატიულ ძალებს ხალხთან ერთად მოგვიწევს შემოდგომის არჩევნებზე რუსული მთავრობის გაუქმება, რის შემდეგაც ადამიანის უფლებების, დემოკრატიის იმ ხარისხს და სტანდარტს დავამკვიდრებთ, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის’’, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი