ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს მრევლთან საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ქართულ პოლიტიკაში ე.წ. ,,უცხოური ძალების” ჩარევაზე მიანიშნებს:
,,ცოტა ხნის წინ შეხედეთ რა… სადაც დადგმული სპექტაკლებივით იყო… დადგმულს ვუწოდებ, თუნდაც იმას, მსოფლიო და ჩვენთანაც ძალიან ბევრი გაიძახოდა – ,,არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!” ახლა შეხედეთ რა ხდებოდა – ყველა იყო ხუთჯვრიან დროშებში გახვეული და ,,საქართველო, საქართველოო” და ღმერთს ადიდებდა.
მაშინ რა იყო, ხომ? ვიძახოდით რა – ,,არა რუსულ კანონს!” და ვის მოაფიქრდა მასე რომ ეწოდებინათ? საქართველოში მოფიქრებული არ იყო, უცხოეთში მოფიქრებული იყო. უცხოეთის ჭკუაზე ხო არ უნდა ვიაროთ? როცა შენი ქვეყანაა შენ უნდა მიხედო შენ ქვეყანას.
აბა, შეხედეთ ისინი როგორ უფრთხილდებიან თავის ქვეყანას, თითოეული გარე ქვეყანა. თვითონ რომ ომში არ ჩაებან, რაღაც რომ არ იყოს, ყველაფერს აკეთებენ მაგისთვის და საქართველოსაც ყოველთვის გაწირავენ. ეს იმათი მხრიდან ცუდი კი არ არის. იმათ თავიანთი ქვეყანა და თავიანთი ხალხი აწუხებთ. შენ არ უნდა შეუწყო ხელი, რომ გამოგიყენონ.
პირდაპირ ვიტყვი – ეს დადგმული სპექტაკლი იყო. ,,არა რუსულს, არა რუსულს”, როცა რუსი ოკუპანტია ვიღაცებმა დაიჯერეს, არ ვისაუბროთ იმ თემაზეო. რუსი ის არის, საზღვარგარეთელი თუ ჩვენთან მყოფი, ვინც მაგას იძახის…
სხვა ქვეყნებს თუ შეუძლიათ თავიანთი კანონები ჰქონდეთ, არავის ეკითხება, არცერთ ქვეყანას, ჩვენ რა კანონს მივიღებთ. კეთილი ინებონ და პაპუასებად ნუ ჩაგვთლიან. თავიანთთან მოიკითხონ, პაპუასებზე არ ვლაპარაკობ, არავის ვერჩი, გონება შეზღუდული ადამიანები და ჩვენს ახალგაზრდობას არასწორ მესიჯებს ნუ უგზავნიან”, – განაცხადა მეუფე იაკობმა
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე