სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის...

“მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?!” – კახა კალაძე დაწესებულ 30 მილიონთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილი რომ ნაკრებს ფულად ჯილდოს გადასცემს, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სპორტსმენების დაფასება, მათ შორის ფინანსური ჯილდოს სახით, ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერმა ამისთვის ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მადლობის მეტი რა გვეთქმის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე, ამ გადაწყვეტილებაზე?! ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მას, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. შემდეგი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ნაკრები მიიღებს 30 მილიონ ლარს ჯილდოს სახით, რაც მისასალმებელია.

როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს ან დაიბოღმოს?! ბრიყვები არიან. ტყუილად კი არ უთხრა ჩვენმა მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. გახსოვთ, ჩვენი ნაკრები მაკედონიასთან როცა დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა სტატუსებს წერდნენ. თუმცა, მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას, ფეხბურთელისთვის, როდესაც ამხელა დონეზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს თუ ფულს არ გადაუხდიან, არ მოიგებენ თამაშს?! – ზუსტად ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა, მაგრამ ამ ყველაფრის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკურად გამოყენება მოხდა. ჯილდოს გარშემო მსგავსი საუბრები, არის ბრიყვობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადალახვისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს, ხოლო, მერვედფინალში გამარჯვების შემთხვევაში – დამატებით 30 მილიონ ლარს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...