კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"სტუდენტს, რომელმაც თავისი შრომით მოპოვებული ფულით უნდა გადაიხადოს...

“სტუდენტს, რომელმაც თავისი შრომით მოპოვებული ფულით უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, იყიდოს საჭმელი და აუცილებელი ნივთები, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს ყოფნა” – ტატო ბასილაია

სტუდენტი ტატო ბასიალაია სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც დგანან ახალგაზრდები:

  • როგორც სტუდენტს, რა სირთულეები გხვდებათ განათლების მიმართულებით?

– იმ რეალობაში, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებობს, სტუდენტებს ბევრი გამოწვევის მიღება და მათთან გამკლავება გვიწევს. სასწავლო მასალის არც ისე დიდი ნაწილია ელექტრონულად ხელმისაწვდომი, სასწავლო გარემო კი თითქმის შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებთან (გაურემონტებელი აუდიტორიები, მოძველებული ტექნიკა)… ტექნიკურ დეტალებზე საუბარს რომ თავი დავანებოთ, ლექტორების მიკერძოებულობა, ჩემთვის პირადად, მთავარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე.

  • როგორ თანხვედრაშია ერთმანეთთან განათლების მიღება და ამავდროულად მუშაობა?

– ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, საკმაოდ ბევრი ქართველი სტუდენტის და მათ შორის, ჩემიც, არის სწავლის და მუშაობის შეთავსება. ამ ყველაფერს ისიც ართულებს, რომ სტუდენტებისთვის დასაქმების სფეროში ხელმისაწვდომი სამსახურები საკმაოდ მძიმე და დამღლელია, სამუშაო გრაფიკიც ძალიან ცუდია.

ჩემი სამუშაო გამოცდილება არც ისე დიდია, თუმცა, ვმუშაობდი მარკეტში, უსაფრთხოების სამსახურში… ამ უკანასკნელში ღამის ცვლაში მიწევს მუშაობა. რთულია, როცა რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება გიწევს, ამ დროს იღლები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურ სირთულეებსაც ეჭიდები და სწავლის დრო და ენერგია აღარ გრჩება.

ამ ყველაფერს ემატება მოვალეობებთან შეუსაბამო ანაზღაურება, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მთელს საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა, სტუდენტს, რომელმაც თავისი შრომით მოპოვებული ფულით უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი, ბინის ქირა, იყიდოს საჭმელი და აუცილებელი ნივთები, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს ყოფნა. საბედნიეროდ, მე ჩემი მშობლებიც მეხმარებიან, თუმცა, ძალიან ბევრი სტუდენტია, რომლებიც ამ ყველაფერს მარტო ებრძვის.

  • როგორი იქნებოდა შენთვის სწავლის იდეალური მოდელი საქართველოში?

– სწავლის იდეალურ მოდელზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს სკოლიდან. მე თუ მკითხავთ – ბაღიდანაც კი. უნდა გადაიხედოს ყველა სასწავლო დისციპლინა და სახელმძღვანელო; უნდა გადამზადდნენ მასწავლებლები, დაემატოს ისეთი საგნები სკოლაში, როგორიცაა სამოქალაქო განათლება. ვიცი, რომ ისწავლება, მაგრამ ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. სკოლამ ამ დისციპლინის სწავლებით უნდა მოამზადოს მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, უნდა ისწავლებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების საფუძვლები.

უნივერსიტეტს რაც შეეხება – დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი სასწავლებლები მალე გახდეს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების, როგორც ტექნიკურად, ასევე ცოდნის გადაცემის მიმართულებით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...