ორშაბათი, ივლისი 14, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და...

კახა კალაძე: ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს

გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა.

მინდა, სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნის, სპორტსმენების წარმატება უხარია, მივულოცო ეს გამარჯვება. მართლაც სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გავედით მერვედფინალში, რაც ძალიან მაგარია. პორტუგალიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ, ჩვენმა ბიჭებმა კი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდეგ შეხვედრაში. ასევე, მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენს ბიჭებს ქომაგობდა გერმანიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი იყო. ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა სახელმწიფოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზე ქართული სპორტის და კერძოდ, ფეხბურთის მიმართულებით.

რა თქმა უნდა, წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ძალისხმევის, მიზანდასახულობის შედეგი, რასაც თან ერთოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. იყო დრო, როდესაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანხები გამოყო და ამაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ქილიკობდა. უფრო ადრე კი იყო გაყიდული და გასხვისებული სტადიონები კორპუსების ასაშენებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სიყვარული ფეხბურთის მიმართ, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ გზაზე იყო ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გვჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს მხარდაჭერა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაიზრდება, რათა ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ ამ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს.

აქვე მადლობას გადავუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ფონდი „ქართუ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარს გადასცემს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონს მიიღებს. საქართველო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდე. წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პტესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...