მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საგულშემატკივროდ ჩასულ ჩენს თანამემამულეებთან და მთლიანობაში ქართველ ერთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს
“განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი გულშემატკივარი ადგილზე, გერმანიაში და ყველა სხვაგანაც. ჩვენები აჩვენებენ ორგანიზებულობის და ცივილიზებულობის უმაღლეს პილოტაჟს.
ეს არის ნამდვილად შემდგარი ერი და მას ვერავინ დააჩმორებს და ვერ ჩაიდებს ჯიბეში. ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდს და მაყურებელს ერთნაირად სჯერათ საკუთარი ძალების და ერთადაა დაუმარცხებელი – ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ ზუსტად ვიცით!“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.