spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა...

ComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა და ქცევის ნორმები განსაზღვრა

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიხედვით, კომისია მომსახურების მიმწოდებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს, კერძოდ: სამართლიანობას, პასუხის უფლებას, სასამართლო სხდომებისა და შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაადგენს.

დამატებით, ვიდეოგაზიარების პლატფორმების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ასაკის ვერიფიკაციისა და მშობლის კონტროლის სისტემების შემუშავება. აღნიშნული ტიპის პლატფორმებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, თავადვე შეიმუშავონ ქცევის წესები ბაზრის სხვა მოთამაშეებთან ერთად.

ამასთან ერთად, ComCom-მა ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ, ახალი სახელმძღვანელო მითითებები მიიღო. როგორც ცნობილია, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლებს საქართველოს კანონი ავალდებულებს, რომ შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% ევროპული წარმოების პროდუქციას დაუთმონ და კატალოგში თვალსაჩინო ადგილას განათავსონ. თუმცა, კომისიის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წლიური შემოსავალი არ არის 2 მილიონ ლარზე მეტი ან/და აუდიტორია არ აღემატება პოტენციურ მომხმარებელთა 1%-ს, იგივე 10,000 მომხმარებელს, მიმწოდებელი დაბალი ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონედ განისაზღვრება და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, კომისიას დაევალა გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის მიღება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტი კომისიის ვებ-გვერდზე 1 თვის განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა უკვე შეძლეს, რომელთა ნაწილიც ComCom-მა გაიზიარა, ნაწილზე კი შესაბამისი დასაბუთებული განმარტებები გაკეთდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...