სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რთული თამაში გამოვა, მაგრამ 100-150%-ით დავიხარჯებით იმისთვის, რომ...

“რთული თამაში გამოვა, მაგრამ 100-150%-ით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან” – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეფასებებს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებდან დაკავშირებით, ემოციურად საუბრობს ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერაზე და განსაკუთრებით შემართებით, მოტივირებულადაა პორტუგალიასთან მატჩის წინ:

,,მე პირადად, როგორი მოლოდინიც მქონდა, ზუსტად ისე განვითარდა ყველაფერი. რთული ჯგუფი იყო. 1 ქულა მოვიპოვეთ. ჩემი აზრით, მეტიც შეგვეძლო. რეალურად რომ შევაფასოთ, პორტუგალიასთან რთული თამაში გველოდება. ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია, ჩემი აზრით, ამ ევროპის ჩემპიონატზე. რთული თამაში გამოვა, მაგრამ 100-150%-ით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ თამაში გვიჩვენებს ყველაფერს.

ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, როცა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დროში ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირეს მხარი. ჩეხეთთან მთელი სტადიონი არ გაჩერებულა. მხარს გვიჭერდნენ, გვამხნევებდნენ, ძალიან უნდოდათ მოგება, როგორც ჩვენ. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. ყველაფერს ვეცდებით, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ”, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ბანდა ვერ ეღირსება ლეგიტიმაციას” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...