სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ წარმატებებს...

“ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ წარმატებებს მივაღწიოთ” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე ემოციურ შეფასებას აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მხრიდან ჩატარებულ მატჩებთან დაკავშირებით:

,,დავიწყებ იმით, რომ მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში და გვგულშემატკივრობს. მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. ამდენი დროშა და ამდენი ეროვნული ნაკრების ფორმებით რომ იყო ხალხი, ძალიან კარგი იყო და დადებითად აისახა ჩვენზე.

მივულოცავ, ასევე, პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ.

ამ ორ თამაშს რაც შეეხება, ორი განსხვავებული თამაში იყო. იმიტომ, რომ თურქეთი მაინც ტექნიკური გუნდია უფრო, ვიდრე ჩეხეთი. ჩეხეთი ვიცით, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და რაღაც ეპიზოდებში გაგვიჭირდა – მეორე სართულზე ორთაბრძოლები, რის შედეგადაც თუნდაც ის გოლი, რომელიც მივიღეთ, მაგას მოჰყვა. თუმცა, მაინც ბოლო მომენტამდე გვქონდა მოგების შანსი და მაინც ყველა ძალიან ბედნიერები ვართ, რომ პირველი ქულა საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვეთ.

თურქეთთან ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი, ჩემი აზრით, დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება მესამე თამაშს, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს. იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ play-off-ში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ.

დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, პორტუგალია კლასით მაღალი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...