საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სააგენტო ,,პარალელის” ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით:
- ,,ქართული ოცნების” კრიტიკა გრძელდება ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით. ,,ხელფასებს იღებენ და პარლამენტში არ დადიანო”. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ თქვენი ბოიკოტის მიზანი?
,,მე მარტივ რამეს ვიტყვი, ,,ქართული ოცნება” ხელფასს იღებს ტაშის დაკვრაში – ანტიქართული, ანტიევროპული კანონების მიღებაში.
ჩვენ იმაში, რომ მაგალითად, ამოიღეთ სტატისტიკა, ათასზე მეტ მოქალაქეს შევხვდით ბოლო 1 წლის განმავლობაში. ვინ რაში იღებს ეგ არის მთავარი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორები
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე