კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისტორია დაწერილია, საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს" - გია ჯაფარიძე

“ისტორია დაწერილია, საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს” – გია ჯაფარიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ და ჩასატარებელ მატჩებთან დაკავშირებით:

,,ფეხბურთში და პოლიტიკაში ყველა ექსპერტია ყველა ქვეყანაში, სადაც მიცხოვრია 🙂 მე უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი 🙂

ჯერ ადრეა ნაკრების შეფასება, სანამ კიდევ მინიმუმ ერთი მატჩი გვაქვს დარჩენილი სათამაშო. ამიტომ პირველი ორი შეხვედრა რომ შევაფასოთ მხოლოდ:

– უბრალოდ რომ გავიხსენოთ, გერმანიაში ევროზე როგორ მოვხვდით, ის, რაც გერმანიაში გააკეთა ნაკრებმა, უკვე წარმატებაა. საქართველო ევროზე მოხვდა იმ ტურნირიდან, რომელიც სუსტების ევროზე გასაყვანად შეიქმნა;
– ანდერდოგ ვიყავით და ახლა ყველა საქართველოს ნაკრებზე საუბრობს;
– მამარდაშვილი გვყავს მსოფლიო კლასის მეკარე;
– მეორე ტაიმი მწვრთნელის ტაიმია და მგონია, რომ მანდ გვაჯობეს;
– ასეთი შეკრული გუნდი 90-იანების მერე არ გვყოლია, ასე ჩანს გარედან, და მგონია, რომ ეს მწვრთნელის დამსახურებაცაა. ამ მწვრთნელმა მიიყვანა გუნდი ევრომდეც;
– ასევე მწვრთნელმა უკეთ იცის, ვინ შეცვალოს და ვინ არა, მაგრამ ჩაკვეტაძის გამოცვლა პირველ მატჩში, მისი სასტარტოში არდაყენება მეორეში, ასევე ზივზივაძის არ გამოყვანა მეორე მატჩში და პირველში მისთვის ცოტა დროს მიცემა ბოლომდე რაციონალური არ მგონია;

– ასეთ ტურნირზე იღბალი ჭირდება ყველა გუნდს, ყველაზე მაგარსაც. ჩეხეთთან იღბალიც იყო და უიღბლობაც, მაგრამ თურქეთთან იყო მაგარი უიღბლობა. თურქეთთან თამაშში წასაგები არ იყო, არ ვიმსახურებდით.

არ ვიცი, ვინ მიიღო მეკარის შეტევაზე გადასვლის გადაწყვეტილება (მწვრთნელმა თუ თვითონ მეკარემ), მაგრამ სწორი იყო, ასე უნდა ექნათ. მეკარე კი არა, მასაჟისტიც უნდა შეტევაზე ყოფილიყო ბოლო წამებზე;

– რა იქნება პორტუგალიასთან, არ ვიცი. პორტუგალია გასულია და მოტივაცია არ აქვს შეიძლება, მაგრამ მეორე გუნდით თამაშობს, და ეგ მეორე გუნდი ხანდახან იმაზე ძლიერი მეჩვენება, ვიდრე პირველი გუნდი. პორტუგალიას ორი ერთნაიარად ძლიერი გუნდი ჰყავს, ესაა სიმართლე. თან მეორე გუნდის ფეხბურთელები იმისთვის გამოვლენ, რომ მწვრთნელს დაუმტკიცონ პირველ გუნდში მათი ყოფნის საჭიროება. ანუ მეორე გუნდი მაინც მოტივირებული იქნება.

სამი რამის იმედი მაქვს – პორტუგალიის მწვრთნელის, რომელიც შემჩნეულია ოქროს თაობით წარმატების ვერ მიღწევაში; საქართველოს ნაკრების, რომელიც ძლიერ გუნდებთან უკეთ თამაშობს ხოლმე და იღბალის, რომელმაც ერთხელ ხომ უნდა მართლა გაბადრულმა გაგვიღიმოს.

– ისტორია დაწერილია
საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს”, – წერს გია ჯაფარიძე

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...