ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ასე ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს,...

“პარლამენტში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ასე ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენი ლიეტუველი მეგობრების ძალიან მაღალი დონის დახვედრა პარლამენტში” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩი მეტი თავისუფლების”, “დროას” და “ლელოს” ლიდერები ლიეტუვის პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც სხდომის მიმდინარეობის მომენტში პარლამენტარები ტაშით შეეგებნენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე გამართეს ევროპული კომიტეტის წევრებთანაც.

გარდა ამისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ, ისინი “ალდეს” შეკრებასაც დაესწრებიან:

მართლაც იშვიათი შემთხვევაა, პარლამენტში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ასე ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენი ლიეტუველი მეგობრების ძალიან მაღალი დონის დახვედრა პარლამენტში და რაზე იყო საუბარი? საუბარი იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ლიეტუვა ყოველთვის იყო ჩვენი ელჩი ევროინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში და დღეს დიდი მწუხარებაა იმის გამო, რაც დამართა ქვეყანას ივანიშვილმა და მისმა ოცნებამ.

26 ოქტომბერს აბსოლუტურად ყველა უყურებს, დიდი გამარჯვება, დიდი წინსვლა, სწრაფი ინტერგრაცია ევროკავშირისკენ, თუ ჭაობი და უფრო მეტი პრობლემები საქართველოს, ეს არჩევანი უკვე ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ და აქედან, ლიეტუვიდან სრული მხარდაჭერა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, იმ მშვიდობიან, იმ განგრძობად, იმ სულისშემძვრელ დიდ პროტესტს, რომელიც იყო საქართველოში.

ერთი მხრივ სანქციების პრობლემა ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე მხრივ გზა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ.

წინ დიდი გამარჯვებისკენ!”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი რომ წაშავდება მერე რას აპირებთ?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს,...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოზიციას აფიქსირებს...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...