პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი 20 ივნისის, ე.წ. “გავრილოვის ღამის” 5-წლისთავთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“20 ივნისი…
ხელისუფლებაში კობახიძე გვყავს, პირველ პირად ანუ ვინც ოკუპანტი გავრილოვი შემოიყვანა და საქართველოს პარლამენტის პირველ სავარძელში ჩასვა…
ოპოზიციაში გახარია გვყავს, ვინც გავრილოვის წინააღმდეგ გამოსულ პატრიოტებს დათის ტყვიებით თვალები დათხარა და ამ საქციელის გამო ივანიშვილმა დააწინაურა და პრემიერად დანიშნა! (პასუხი არაფერზე უგია)…
და ეს ორივე ერთად ბედავს – ისაუბროს – ისაუბრონ, ვინ სად დაჯდეს და შეუერთდეს თუ “გამოუერთდეს”… და სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს თუ არა.
აი “ესენი” არჩევენ…
ვაი ჩემო, მოღალატეებისგან “თვალებდათხრილო” საქართველოვ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.