ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაქართველო 2022 წელს ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის,...

საქართველო 2022 წელს ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის სპეციალური მიწვევა მიიღო, სადაც 2022 წელს საქართველო ოფიციალურად იქნება ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენილი. ამ საკითხზე პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართეს. ღონისძიებაზე ისაუბრეს ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიაში საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე.

ის ფაქტი, რომ საქართველომ უამრავ ქვეყანას შორის გაიმარჯვა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, ეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისათვის არის აბსოლუტურად ახალი ერა და ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

ჩვენ როგორც საქართველო აღნიშნული გამარჯვების ფარგლებში მივიღებთ 1 მილიარდზე მეტ ადამიანთან წვდომას, გარდა ამისა ჩვენ გვექნება 37 მილიონი ევროს ღირებულების PR და მარკეტინგული მხარდაჭერა გამოფენის ორგანიზატორებისგან.

სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმის კუთხით სტატისტიკურად 130 %-ით გაიზრდება.

მას შემდეგ რაც წარდგება მასპინძელი ქვეყანა და რა თქმა უნდა ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის ინდუსტრიისთვის, რომელიც ყოველწლიურად ესწრება ჩვენთან ერთად აღნიშნულ გამოფენას და მათ ექნებათ საშუალება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ ბიზნეს ოპერირება და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ტურიზმის ინდუსტრიიდან,“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ITB Berlin-ის ხელმძღვანელების ვიზიტი საქართველოში 2019 წლის აპრილში შედგა და მათ ადგილზე შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, მათივე განცხადებით ITB Berlin მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

საქართველომ მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი 2022 წელს ITB Berlin-ზე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძლები ვიქნებით, ეს არის მსოფლიოში ყველზე მსხვილი ტურისტული ინდუსტრიის გამოფენა, 180-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი, რაც ძალიან მაღალი და საპატიო სტატუსია“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა ნათია თურნავამ.

2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ?” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რამდენიმე დღის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...