ორშაბათი, ივლისი 28, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტებთ...

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტებთ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად ხვალ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას გააპროტესტებენ. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გააპროტესტოს სამართალდამცავი ორგანოების ის უკანონო ქმედებები, რაც დღეს ხორციელდება. ამ მიზნით 18 თებერვალს, დილით, პარლამენტის შენობასთან, გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს ირაკლი შოთაძეს, ხვალ საპარლამენტო სესიაზე უნდა გაიტანოს კანდიდატურა. შესაბამისად ხვალ 10 საათზე ჩვენ ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ, იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენ ერთიანები ვართ და არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება.

ირაკლი შოთაძე ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ლიდერების. ეს არის ერთადერთი პრინციპი რისთვისაც ის შეირჩა, რადგან ყველამ ვიცით, რომ კონკურსი არ ყოფილა,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის თაობაზეც ისაუბრა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოქტომბერში, როდესაც ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური ძალა, პროკურორის შერჩევის ახალ სისტემას შესთავაზებენ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს გარანტიას მისცემს პროკურატურის ხელმძღვანელი არ იყოს პოლიტიკურად კონტროლირებადი ადამიანი.

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო სექტორთან, სადაც შევთანხმდით ოქტომბერში ქართული ოცნების დამარცხებისთანავე, ჩვენ მთავარი პროკურორის შერჩევის სრულიად ახალ სისტემას შევიმუშავებთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს გარანტიას მისცემს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი, პოლიტიკურად კონტროლირებადი ადამიანი არ იქნება პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი.

ბატონ შოთაძეს ვადას ოქტომბრამდე ვაძლევ. მას აუცილებლად მოუწევს მეორე განცხადების დაწერა სახლში წასასვლელად, ისევე როგორც პირველად დაწერა განცხადება. ასე რომ, ცოტა დრო გაქვთ და ყველა უკანონობაზე ხელს ნუ მოაწერთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...