,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებზე, არსებული ხელისუფლების პირობებში:
,,25 ივნისს ევროკავშირი მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ხსნის. თან ისე, რომ არც “მეორე ფრონტი” გახსნილა და არც “გლობალური ომის პარტიას” შეუშლია ხელი. ღირსებით, ორივე ფეხზე მყარად მგომი, ყოველგვარი სანქციების გარეშე შედიან ევროპულ ოჯახში.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველო მოლდოვაზე წინ იყო ყოველთვის – ყოველთვის, სანამ ივანიშვილი არ დავიმართეთ. მოლდოვამ გაგვასწრო. მეტიც, ჩვენ საერთოდ აღარ განვიხილებით მოლდოვასთან ერთ კალათში. და ამას ერთადერთი ახსნა აქვს: იქ ეროვნული ხელისუფლებაა, რომელიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, აქ – მოღალატე რეჟიმი გვაზის თავზე, რომლის მონებიც პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ ასრულებენ ოკუპანტის დავალებებს და ხალხს მომავალს პარავენ.
როგორ არ გამახსენდეს ბოროტი ოლიგარქის სიტყვები, რომლებიც მან 2012 წელს წარმოთქვა – “ჩვენ შეგვიძლია მილიონ ადამიანს პერპსექტივა შევუწყვიტოთ“.
12 წელია, ივანიშვილი ამ დაპირებას გადაჭარბებით ასრულებს, ართმევს რა საქართველოში მცხოვრებ 4 მილიონამდე ადამიანს ღირსეული ცხოვრების პერსპერქტივას და ცლის რა ქვეყანას ყველაზე საღი, აქტიური, გონიერი და შრომისმოყვარე ნაწილისგან, სანაცვლოდ კი რუსებით და ჩინელებით ავსებს.
ბოროტება არასდროს ყოფილა ისეთი აშკარა და ხილული, როგორიც აქ და ახლაა. ქოციანობა უნდა დასრულდეს, თუ ჩვენ გადარჩენა გვიწერია”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე