სამშაბათი, მაისი 13, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ყველა მშობლის ოცნებაა, შვილებს მისცეს ხარისხიანი, კონკურენტული განათლება...

“ყველა მშობლის ოცნებაა, შვილებს მისცეს ხარისხიანი, კონკურენტული განათლება და ხელისუფლება სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში თითოეული ოჯახის გვერდით დგას” – არჩილ თალაკვაძე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაზე არის მეტწილად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის სფერო, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის მომავალ ეკონომიკასთან, განვითარებასთან, ისე პირდაპირ იმასთან, თუ სად იქნება ხვალ საქართველო, რა ადგილი ექნება მას ხვალინდელ მსოფლიოში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მინისტრს აქვს საპარლამენტო გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმ რეფორმების და პრიორიტეტების განხორციელებაში, რომელიც განათლების ხარისხს, მის ხელმისაწვდომობას და თანასწორობას ეხება.
მისი თქმით, თითოეული ოჯახის და ყველა მშობლის ოცნებაა, რომ შვილებს ხარისხიანი, თანამედროვე, კონკურენტული განათლება მისცეს და ხელისუფლება სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში დგას მოქალაქეების, საზოგადოებისა და თითოეული ოჯახის გვერდით.

საქართველო, ქართული საზოგადოება, ყოველთვის გამოირჩეოდა განათლების მიმართ სწრაფვით, ვინაიდან ყოველთვის გვჯეროდა და დღესაც გჯერა, რომ სიღარიბის დაძლევის საუკეთესო, ყველაზე ეფექტიანი, წარმატებული გზა არის თანამედროვე და ხარისხიანი განათლების მიღება. ყოველთვის გჯეროდა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება განათლებული საზოგადოება და როდესაც ჩვენი წინაპრების ოცნება და სწრაფვა – განათლების სისტემის სრულყოფისკენ მიაღწევს იმ დონეს, როდესაც საქართველოს მოქალაქე ცოდნით გახდება კონკურენტული ევროკავშირის მოქალაქესთან. სწორედ ამ ოცნების, ამ მიზნის და ამ გეგმის განხორციელების პროცესში არის დღეს განათლების სამინისტრო, მინისტრი და მთელი პოლიტიკური გუნდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...