კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"საარჩევნო ანკესი გულუბრყვილოთათვის - ასე შეიძლება შეჯამდეს განათლების...

“საარჩევნო ანკესი გულუბრყვილოთათვის – ასე შეიძლება შეჯამდეს განათლების მინისტრის მოხსენება პარლამენტში!” – ნანა ტოხვაძე

ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს რომ უქმნის და ხელაღებით ყიდის, იმ ხელისუფლებისგან “კაპიკების მატება” ვერ გააბედნიერებს მასწავლებელს!” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძე დღეს პარლამენტში განათლების მინისტრის საათის ფორმატში მისული გიორგი ამილახვარის განცხადებებს ეხმაურება:

საარჩევნო ანკესი გულუბრყვილოთათვის – ასე შეიძლება შეჯამდეს განათლების მინისტრის მოხსენება პარლამენტში!

ალბათ, მადლიერებასაც ელიან მასწავლებლებისგან, როცა:

  1. ინფლაციის და კატასტროფული ფასების ფონზე, “უპრეცედენტო” ზრდის მიუხედავად, განათლება კვლავ ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროდ რჩება!
  2. ახალი სახელფასო ფორმულა სახელმწიფო საიდუმლოებად აქციეს და არავინ იცის ვის რამდენი ემატება (თუ ემატება);
  3. პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე ინიშნებიან/აირჩევიან დირექტორები, ნაწილდება საათები, რიგდება სტატუსები! კვლავ შიმშილობით უწევთ სამართლის ძიება პოლიტიკური ნიშნით დაბლოკილ დირექტორობის კანდიდატებს!

ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს რომ უქმნის და ხელაღებით ყიდის, იმ ხელისუფლებისგან “კაპიკების მატება” ვერ გააბედნიერებს მასწავლებელს!

სკოლას შველა სჭირდება და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ოქტომბერში”, – განაცხადა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...