ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, თითქოს გამოძიება არ...

“ეს არის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, თითქოს გამოძიება არ მიდის და რეაგირება არ ხდება” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სააგენტო ,,პარალელის” ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, აქტივისტებსა თუ საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და რამდენად ეფექტურად ხორციელდება იგი:

  • ერთი მხრივ საუბრობთ ე.წ. ტერორის კამპანიაზე, მეორე მხრივ, არ საუბრობთ იმაზე, რომ აქციების განმავლობაში ჩვეულებრივ დაუცველ მოქალაქეებს სახლებთან ხვდებოდნენ, სცემდნენ – ასე გაგრძელდა.

    თქვენი განცხადებიდან, რაც ჯერ გამოაქვეყნებთ და ისაუბრეთ, რამდენიმე ხანში კიდევ 1 აქტივისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი.

    თქვენ ძალიან კარგად, სიღრმისეულად გცოდნიათ ის, თუ ვინ ხვდება, საიდან ხვდება და საიდან ფინანსდებიან პოლიტიკოსები, თუმცა რატომ არ ხდება გამოძიება იმ ფაქტების, რატომ არ არის არავინ დაკავებული, რატომ არ ხდება იმ პიროვნებების გამოვლინება, ვინც უშუალოდ ძალადობს მოქალაქეებზე?

– უპირველეს ყოვლისა, ყველა ამ საკითხზე არის გამოძიება. თქვენ შეგიძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიკითხოთ, როგორ არის ამ გამოძიების მსვლელობა. ამიტომ ზუსტად ეს არის, მათ შორის, დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი, თითქოს გამოძიება არ მიდის და რეაგირება არ ხდება.
მეორე, ცილისწამება დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილი იყო, დაკავშირება ჩემი განცხადებისა იმ ფაქტთან, რომელიც ერთ-ერთი ,,ენჯეოს” წარმომადგენელს შეემთხვა. რაც არის, კიდევ ერთხელ, ჩვეულებრივი დეზინფორმაცია და ცილისწამება. ზუსტად ამის მიზანი არის კვლავ ზიზღის გაღვივება ხელისუფლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

ავტორები
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...