ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი სული ჰქონდა პრეზიდენტი გამხდარიყო და ამიტომაც მიჰყიდა...

“ერთი სული ჰქონდა პრეზიდენტი გამხდარიყო და ამიტომაც მიჰყიდა სული ჭორვილელ ჯოჯოს” – დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტივობებს ეხმაურება და მწვავედ უპირისპირდება:

პოლიტიკურად სრულიად უვიც, ყეყეჩ ადამიანს შეუძლია სთქვას, რომ ისურვებდა ენახა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად კიდევ არაერთი წელი. ამ დედაკაცს პრეზიდენტობის ვადა უკვე გაუვიდა და „კიდევ არაერთი წელი“ ზუსტად პუტინის სტილი იქნება.

ხოლო რახან სალომე ვახსენე, ვიტყვი, რომ ის ჩემთვის მაინც არის და ყოველთვის დარჩება ხახვით და კარტოფილით ნაყიდ საპრეზიდენტო სკამზე მჯდარი კაროჟნა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, ვის ჩაეხუტა. მაგრამ ერთი სული ჰქონდა პრეზიდენტი გამხდარიყო და ამიტომაც მიჰყიდა სული ჭორვილელ ჯოჯოს.

მისი პრეზიდენტობის დასასრულს, როცა მისთვის უკვე სულერთია იმპიჩმენტს მოუწყობენ თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პრესტიჟისთვის გაიფაფხურა და ეხლა დიდი დემოკრატის როლს თამაშობს. მიუხედავ ამისა, მისი პირადი სიძულვილის და შურისძიების გამო დღემდე სიტყვა არ დაუძრავს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე.

და კიდევ ორიოდე სიტყვა ჩვენს პოპულარულ პრეზიდენტზე:

ჯაბა იოსელიანს მიულოცა ზვიად გამსახურდიას დამხობა. 2009 წლის ომი საქართველომ დაიწყო. გარეწარი ლავროვი მისი ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი დიპლომატია. სააკაშვილის განთავისუფლებაზე პასუხი იყო – არა, არასოდეს. ამ ყველაფრის შემდეგ ეხლა დაბრძენდა?”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...