პარასკევი, აპრილი 26, 2024

ევროპას კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ჰყავს

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვირუსი ევროპაში მოხდა. მსხვერპლი ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც საფრანგეთში ტურისტად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე მხოლოდ იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.
ამ დრომდე ისევ გრძელდება კარანტინი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გულისხმობს ყველა სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოქალაქეების დაცვას და უზრუნველყოფას.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. მათი ევაკუაცია პირველ თებერვალს განხორციელდა. ისინი 14 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებოდათ.

დღევანელი მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ფიქსირდება.

ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა.

ავტორი
თეო იორდანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული