“დიდებულმა საქართველომ, ანუ ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილმა, ვინც მე მიყვარს და ვის გამოც ამ ქვეყანაში ცხოვრება მიხარია, თავისი საქმე გააკეთა:
ქოცისთვის, რომელიც მხოლოდ ძალის კულტს აღიარებს და ძალის ენით გველაპარაკება, გამოიძებნა და ამოქმედდა უფრო დიდი ძალა, რომელიც გააბრტყელებს ლამაზად, თანმიმდევრულად და ბეჯითად.
ახლა იმ საქართველოს ჯერია, რომელიც ყველაზე ძალიან მეჯავრება, მაგრამ ამჯერად საჭირო საქმეში გამოდგებიან:
ჩვენი მოქალაქეების მედროვე, ოპორტუნისტი, გათახსირებული ნაწილის, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს, თუ ხეირს დაინახავს. დარწმუნებული ვარ, ახლა ეს ნაწილი გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ დიდებულ საქმეს და ქოცებს ბოლო წიხლებს სწორედ ეგენი მიაყოლებენ.
ეჰ, ქოცებო, სულ ტყუილად ბოდავთ რასაც ბოდავთ, ვითომ თავის გამოსაძვრენად და იხტიბარის არგასატეხად. მაგ კატეგორიამ ზუსტად იცის, ინსტიქტით გრძნობს, ყნოსვა აქვს გამეცადინებული, როდის არის დრო გადაფარჩაკებულ ხელისუფლებას ჩაეხსნა და წიხლი მიაყოლო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.