შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - "შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა...

გიორგი ვაშაძე – “შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს”

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ეკონომიკური კუთხით მჭიდრო პარტნიორობაზე.

შეხვედრისას საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, სადაც კამერონმა ქართველი ხალხის მისამართით მხარდაჭერა დააფიქსირა. როგორც აღინიშნა, ბრიტანეთი განიხილავს და არ გამორიცხავს რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან:

ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს;

მეორე, – ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში. ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

მესამე, – 26 ოქტომბერის არჩევნებს, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლოტიკური არჩევანი. ცვლით „ქართულ ოცნებას“, ვცვლით ამ პრორუსულ ძალას,სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი, რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ.

ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძეს ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო...

“დაასახელეთ ერთი შემთხვევა ბოლო 35 წლის ისტორიიდან, როდესაც ქართველმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა…” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“ერთი გაუნათლებელი, უვიცი ჭორვილელი ხიხო ანადგურებს საქართველოს ისე, რომ იმ შახებს და აბასებს არც...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მწვავე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...