საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აშშ-ს მხრიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების სანქცირების საკითხსა და ამ ფონზე, ქვეყნის შესაძლებლობების პერსპექტივაზე:
,,რაც შეეხება სანქციებს – ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ დააყოვნებდა. იმიტომ, რომ ,,ქართული ოცნება“ ამბობდა და ამბობს დღესაც, რომ ,,ამერიკა არის მტერი“. თუ მტრად თვლი შენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამას ჰქვია სარკისებური ასახვა. ამერიკამ სარკისებურად უპასუხა იმ ხალხს, ვთქვათ, ვინც მტრად თვლის, გაუუქმა სამოგზაურო ვიზები.
ეს არის დასაწყისი. ეს არ არის ერთადერთი ქმედება, ამის იქით კიდევ იქნება სხვა ქმედებებიც. მთავარია ახლა, საქართველოსა და რუსული რეჟიმის გზები ერთმანეთისგან გაიყაროს.
არცერთი ხმა სანქცირებულ რუსულ ,,კოშმარს“!
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სანქცირებას ნეგატიური ასახვა ექნება ჩვენს მოქალაქეეებზე. რატომ? იმიტომ, რომ სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ხალხს. ვერც ინვესტიციებს შემოიტანს, ვერც სამუშაო ადგილებს შექმნის, ანუ ,,ქართული ოცნება“, ფაქტიურად გამზადებულია იმისთვის, რომ სახლში უნდა წავიდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა