პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ნატალია საბანაძესთან მიმართებაში გამოხატულ უკმაყოფილებას და პრეტენზიებს, მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“სირცხვილის გრძნობა მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე რომ არ იყო ვიცოდი, მაგრამ ალბათ რაღაც ზღვარი არსებობს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობის არქონის და პატიმრობის პირობებში, „ოცნება“ იმის უფლებას აძლევს, რასაც არც ერთ სხვა პატიმარს მისცემდა, აი ესაა. მაგრამ, როცა ეს და „ოცნება“ ადამიანს ერთნაირად აგინებს, ესე იგი ის ადამიანი სწორ გზაზეა.
ყოველთვის, როცა სიმართლე ესმის, ასე სამარცხვინოდ რეაგირებს.
ამ კაცს რომ ქვეყანა უყვარდეს, უბრალოდ გაჩუმდებოდა, მაგრამ ამასაც და ბიძინასაც თავის თავის გარდა ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
პ.ს. უცებ გამახსენდა მის მიმართ გამოხატული კრიტიკული პოზიციის გამო ივანიშვილის კალთაში მჯდომი პროკურორი რომ მიწოდა“, – წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.