შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს პარტია "ქართული...

“სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს პარტია “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს” – მეთიუ მილერის საგანგებო განცხადება

რამდენიმე დღიანი დაძაბული მოლოდინის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერის განცხადებით აშშ-მ რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში კი მოიცავს პარტია “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, სამართალდამცავებს და ასევე კერძო პირებს:

* შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია პარტია “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მისი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.

ამ გადახედვის ფარგლებში და აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიცა “იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის” 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად.

დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველ პირს. მათ შორის არიან პირები და მათი ოჯახის წევრები, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება.

სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს პარტია “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზადაა, განახორციელოს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

* – მასალა შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ თარგმანთან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში...

“კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი – 71 წლის იქნება ეს თუ 31-ის” –...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა...

“დაასახელეთ ერთი შემთხვევა ბოლო 35 წლის ისტორიიდან, როდესაც ქართველმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა…” – ზაზა...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...