სამშაბათი, ივლისი 8, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავინ არ ასანქცირებს ქვეყანას! არავინ არ ემუქრება ქვეყანას"...

“არავინ არ ასანქცირებს ქვეყანას! არავინ არ ემუქრება ქვეყანას” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განმარტავს, თუ რა არის სიმართლე სანქციებთან დაკავშირებით:

,,გამოდიან და იძახიან [მმართველი პარტია], რომ ,,ჩვენო, არაო, ვერავინ ვერ დაგვასანქცირებსო”. თან რას იტყუებიან, რომ ,,საქართველოსო ვერავინ ვერ დაასანქცირებსო”. თავის თავს უტოლებენ ქვეყანას.

არავის არ უთქვია, რომ საქართველოს დაასანქცირებენ. თქვეს, რომ ,,იმ ნაგვებს დავასანქცირებთო, ვინც ამ რუსული კანონის მიღებაში მონაწილეობდა და კიდევ, მათ უკან ვინც დგას, ქვეყანას ვინც ჩაგრავსო, რუსთაველზე, მშვიდობიან აქციაზე გამოსულ ბავშვებს რომ ურტყამენ, იმათ დავასანქცირებთო”. სხვა კი არაფერი არ უთქვამს.

არავის არ უთქვამს, რომ ქვეყანას დავასანქცირებთ. ესენი გამოდიან, ქვეყანას ეფარებიან, ქვეყნის უკან იმალებიან და ,,ვინ გაბედავსო საქართველოს დასანქცირებასო, გამოდითო, აბა, ერთიო!

არავინ არ ასანქცირებს ქვეყანას! არავინ არ ემუქრება ქვეყანას. პირიქით, ამბობენ – ,,ქართველ ხალხს დავუჭერთ მხარს და იმათ, ვინც ქართველი ხალხის ნებას გადაუდგა, იმათ დავასანქცირებთო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...