სამშაბათი, აპრილი 16, 2024

ჩემი კონსტიტუციური უფლება, რომელიც შეილახა, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს – ნიკა მელია

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილების კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მისი შელახული კონსტიტუციური უფლება უნდა აღდგეს:

არანაირი სურვილი, ვიყო კვლავ იმ ბატონების კოლეგა, რომლებიც არიან წარმოდგენილი “ქართულ ოცნებაში”, მე არ მაქვს. უბრალოდ კონსტიტუციური უფლება რომელიც შეილახა ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის, აი ამ შენობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა აღდგეს, ვინაიდან კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტარის გამოძევება პარლამენტიდან არის წარმოუდგენელი,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული