ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონ ზურაბიშვილისგან ბევრად ძლიერად მოვითხოვთ მიშას გათავისუფლებას" -...

“ქალბატონ ზურაბიშვილისგან ბევრად ძლიერად მოვითხოვთ მიშას გათავისუფლებას” – გიორგი ბარამიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს “ქართულ ქარტიაზე” ხელმოსაწერად, პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლისას, კონკრეტულად რა საკითხებზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტ სალომე სურაბიშვილთან:

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რა საუბარი მქონდა პრეზიდენტის სასახლეში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.
პრინციპში რისთვისაც ვიყავი იქ მისული არის 2 რამ, კერძოდ:

1. ხაზი გავუსვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ “ქართული ქარტიის” სულისკვეთებასა და ამოცანებს, რადგანაც იგი მიმართულია ქვეყანაში ხელისუფლებაში გაბატონებული, პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური, მკაფიოდ კრიმინალური ბუნების ოლიგარქის ბანდა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ და კოალიციური უმრავლესობისა და მთავრობის შექმნის გზით, მოკლე ვადაში გავატაროთ ის აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დაგვაბრუნებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში რეალურად გაწევრიანების გზაზე.

და

მე-2. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ გამომდინარე ამ ქარტიის სულისკვეთებიდან, თუ ევროპული სტანდარტების ქვეყანას ვაშენებთ, თუ ოდნავ მაინც თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ ვითარებაში როგორ შეიძლება კვლავ ციხეში იჯდეს პუტინის მიერ პირდაპირ მიზანში ამოღებული, მთავარი პატრიოტული და პროდასავლური პარტიის, მთავარი ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი?
ამიტომ მას როგორც ქართული ქარტიის ავტორს, აქვს პასუხისმგებლობა, რომ გვერდზე გადადოს პიროვნული თუ პარტიული უთანხმოება თუ მიუღებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

ჩემი ღმა რწმენით, ეს არის ქალბატონი სალომეს არა მარტო კონსტიტუციური უფლებამოსილება, არამედ კონსტიტუციური ფუნქციიდან და ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მისი მოვალეობაც.

ქალბატონი სალომე ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა მზად ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს და მისი არგუმენტები, ამ ნაბიჯის პოპულარობა არაპოპულარობას დაუკავშირა, რაც ფუნდამენტურად არასწორი და მიუღებელია ჩემთვისაც და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის, სხვათაშორის მათიც, ვინც პოლიტიკურად შესაზლოა არ უჭერს მხარს პრეზიდენტ სააკაშვილს. მაგრამ კარგად ესმით მისი უკანონო, პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლიანობა და აუცილებლობა.

მარტივია, თუ ქართული ქარტიის სულისკვეთება და მიზანი, ევროპული
სტანდარტების, ევროპული ქვეყნის მშენებლობაა მაშინ ასეთ ქვეყანაში რუსეთის აგენტი ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებებით, ივანიშვილ/პუტინის პირადი პატიმრის ციხეში კვლავ დატოვება არ შეიძლება. ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული.

ამიტომ მინდა ყველასთვის გასაგები და მკაფიო იყოს, რომ გავაგრძელებთ რა ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნების გულწრფელ და აქტიურ მხარდაჭერას, ამ ფონზე, ამავდროულად, კიდევ უფრო მწვავედ და არგუმენტირებულად გავაკრიტიკებთ ქალბატონ ზურაბიშვილსა და მისგან ბევრად ძლიერად მოვითხოვთ მიშას გათავისუფლებას.

თავისუფლება მიშას!
თავისუფლება ყველა პოლიტ პატიმარს!
ძალა ერთობაშია!
არა რუსულ რეჟიმს!
კი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში!🇬🇪🇪🇺🇺🇦🇺🇸✊✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი ბარამიაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...