ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი6-8 ივნისის ამინდის პროგნოზი: საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდები

6-8 ივნისის ამინდის პროგნოზი: საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

🌦 6 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. დღის მეორე ნახევრიდან სითბოს ფონზე აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

⛈️ 7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

🌦 ქ. თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 7-8 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

🌦 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

🌦 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

🌦 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

🌦 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

⛈️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +34, +36 გრადუსი იქნება, 8 ივნისს კი დაიკლებს.

⛈️ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

⛈️ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 9 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 7-8 ივნისს ზოგან შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ავდარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 29 ივნისს დღის ბოლოდან 30...

25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ივნისს საქართველოში უმეტესად უნალექო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...