ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კონგრესში ორპარტიული გზავნილები იყო, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს...

“კონგრესში ორპარტიული გზავნილები იყო, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება” – სერგო ჩიხლაძე

ივანიშვილის მიზანი დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ – ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამ ბრძოლაში ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და საგარეო მდივანმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც კონგრესში “მეგობრობის აქტის” განხილვას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი, საიმედო და ერთგული პარტნიორია.

ჰელსინკის კომისიაში გუშინდელმა განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახით საქართველოს სანდო, ძლიერი და ერთგული მეგობარი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს. ორპარტიული გზავნილები იყო გაჟღერებული, კერძოდ, რომ ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და დიქტატურის დამყარებას საქართველოში არავინ შეეგუება. “რუსული კანონის” არსებობა და ივანიშვილის მცდელობა, რომ ძალადობრივად დარჩეს ხელისუფლებაში, შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციასთან და ასევე, ნატოში ინტეგრაციასთან.

მკაფიოდ იქნა ნათქვამი, რომ ყველა ის პირის მიმართ, ვინც “რუსული კანონის” ინიცირებაშია შემჩნეული, ვინც მხარი დაუჭირა, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებს და აძლიერებს ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს, მკაცრი ზომები იქნება გატარებული. ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის დახმარება გაგრძელდება.

ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით შევინარჩუნოთ ერთიანობა და მუხტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ვაჩვენეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ივანიშვილის მიზანი ამ დიდი მუხტის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. ერთიანობით და ერთმანეთთან გვერდით დგომით და ამერიკიდან და ევროპიდან მხარდაჭერით მოვემზადოთ ოქტომბრის არჩევნებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ იმ აქტივისტებს, ვის დაჩაგვრასაც აპირებს ივანიშვილი დაჭერებისა და დაშინების სახით.

ერთიანი ძალებით უნდა დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი და მმართველ პარტიას არ მივცეთ საშუალება, რომ გააყალბოს და მიიტაცოს არჩევნები. ამიტომ მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ამ ბრძოლაში ერიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...