ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის...

კახა კალაძე: “ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზეა”

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას.

ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა იყოს შეზღუდული. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია, განურჩევლად მრწამსისა და ორიენტაციისა. ყველა ადამიანის უფლებები და ინტერესი მკაცრად იქნება დაცული. ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც უკვე ძალაშია შესული და აღნიშნა, რომ ვისაც ეს კანონი არ მოსწონს, ამისთვის არსებობს არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა.

აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ფინანსური დეკლარაცია უნდა შეავსონ. საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუ რა პროექტში რამდენი ფული იხარჯება. თუ ორგანიზაციები ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, კანონში არსებობს შესაბამისი ბერკეტები. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მოინახა ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვინც კონკრეტულ არგუმენტს გვეტყოდა. ვეტოს ფარგლებშიც, არ ყოფილა შინაარსობრივი და სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი.

დღეს, ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონს აპროტესტებენ, უმცირესობაში არიან. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კანონს მხარს უჭერს. ესეც დემოკრატიის ნაწილია. თუ უმცირესობას რაღაც არ მოსწონს, ამისთვის ტარდება არჩევნები. მოიგონ არჩევნებში და შეცვალონ ეს კანონი. თუმცა, ოპოზიციამ იცის, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნული აქვთ.

შეიძლება ვიღაცას აღნიშნული კანონი არ მოეწონა, გული დაწყდა, მაგრამ მათ მივმართავ, რომ ისინი წაგებულნი არ არიან. ამ შემთხვევაში, გამარჯვებული არის ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, ხოლო დამარცხებული არიან ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...