ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"დიახაც, "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლებამ გამოაცხადა კურსი საქართველოს ევროპაში...

“დიახაც, “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლებამ გამოაცხადა კურსი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე” – მიხეილ სააკაშვილი

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს წინა ხელისუფლებებთან დაკავშირებით და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ კონკრეტული წვლილის შეტანის შესახებ საუბრობს:

თურმე „ტიკ-ტოკზე“ ავრცელებენ, რომ შევარდნაძემ გამოაცხადა პირველი კურსი – ევროპა. გეგონება, სააკაშვილის დრო არ ყოფილა… მხოლოდ მე არ ვარ მარტო, ხომ? შევარდნაძის დროს ჩვენ გვესმოდა ერთი და იგივე რაღაც, პრეზიდენტის მთავარ განცხადებად იყო ხოლმე მეცხრე რეაქტორი ჩაირთო თუ გამოირთო. როგორც წესი ამას გვატყობინებდა პრეზიდენტი.

ვის გახსენდებათ, იმ დროიდან, ევროპაზე კურსი ან ევროატლანტიკურ თანამშრომლობაზე კურსი?! ან რომც გამოეცხადებინა ასეთი კურსი, სად იყო ამის შესაძლებლობა? დიახაც, „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებამ გამოაცხადა კურსი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე. ვარდების რევოლუციის ხელისუფლება იყო შექმნელი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” და მის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ უკვე ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ევროპაში. მე ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ იმ გუნდით, რომელმაც ეს გააკეთა მაშინ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...