ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულ პარალელებს ავლებს:
“როცა ივანიშვილი, მისი მოლაპარაკე თავების პირით, “მაიდანს” ახსენებს და გვეუბნება, კარგად გაიხსენეთ, რა დაემართა ამის მერე უკრაინასო, ანუ უკრაინის ბედის გაზიარებით გვემუქრება, ამით იგი თავად აყენებს თავს იანუკოვიჩის გვერდით.
ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ის არის ქართველი იანუკოვიჩი და მისი გაშვების შემთხვევაში პუტინი ქართველებზე შურს იძიებს, რადგან სწორედ ეს მოხდა უკრაინაში 2014 წელს, იანუკოვიჩის გაგდების შემდეგ. 2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსული მთავრობა თავად ნამდვილად არ დასხმია თავს რუსეთს. სწორედ პუტინი შეიჭრა ყირიმში.
საქართველოში “მაიდანი” და რევოლუცია ნამდვილად არ იქნება, რადგან ძალიან ახლოა არჩევნები და ყველა ამბობს რომ საბოლოო მიზანი სწორედ 26 ოქტომბერია, მაგრამ ძალიან ბევრის მთქმელია მთავრობის მიერ ხალხის “მაიდნით” დაშინება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.