საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე საუბრობს:
,,რაც მინდა პირველ რიგში ვთქვა, ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის ქართულ ახალგაზრდობას. ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ცოცხლობს, არ მომკვდარა, იბრძვის და საქართველო ძლიერია!
თავის დროზე საქართველოს იცნობდნენ ჩემს გამო 2012 წლამდე. მერე საქართველო ივანიშვილმა გადააქცია ე.წ. პატარა ქვეყნად საერთაშორისო პოლიტიკაში. დღეს უკვე საქართველოს იცნობენ ამ ახალგაზრდების გამო, ეს ნიშნავს, რომ დღეს არის ახლა არის იმ ლიდერების დრო, რომლებიც მოვლენ ამ ახალგაზრდების წიაღიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე