პარტია ,,სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე – ,,ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით:
,,პირველ რიგში, ქარტია მიმაჩნია ახლა ყველაზე მნიშვნელოვან, ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე.
ამ დოკუმენტს სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, არამედ, პირველ რიგში, ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერა.
მე სწორედ ამის მოლოდინი მაქვს, რადგან პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით ახლა ამ კრიზისიდან, ამ ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუქა შესთავაზა ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე