კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კარგია, თქვენც გიგრძნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე...

“კარგია, თქვენც გიგრძნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

პარლამენტის დეპუტატი, “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ბოლო დროს გახშირებული ძალადობის, აგრესიის და ვანდალიზმის ფაქტებს ეხმაურება:

ის ვანდალიზმი, რომ ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები შეიჭრნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და სასტიკად დაარბიეს მიუთითებს იმაზე, რომ დამფრთხალ ივანიშვილს ეშინია არჩევნების. 

პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები ორი დღის წინ ნიშნის მოგებით საუბრობდნენ, კი მივიღეთ „რუსული კანონი“ მაგრამ რუსეთში გავიღვიძეთო? 

მადლობა ღმერთს ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველო არასდროს გახდება რუსეთი მაგრამ გეკითხებით, წუხელ მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა რუსული ქცევაა თუ ევროპული? 

სამართალდამცავების მხრიდან ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა რუსულია თუ ევროპული? სამოქალაქო აქტივისტების ცემა რუსული ქცევაა თუ ევროპული? 

მოქალაქეების სახლებთან ზონდერების დახვედრება და ცემა არის რუსული ქცევა თუ ევროპული? 

ძალოვანი უწყებების რეპრესიულ მექანიზმებად გამოყენება, ვგულისხმობ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას და მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრას, რუსული ქცევაა თუ ევროპული? 

გეკითხებით „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ეს ქმედებები, თქვენი არჩეული ეს ძალადობრივი გზა სად მიგიყვანთ თუ არა კრემლში? კარგია, თქვენც გიგრძნიათ რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოგიტანათ და ამ პოლიტიკურ ჭაობში თქვენი ფორთხიალი კიდევ უფრო მოასწრაფებს თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს.  

კი ევროპას! საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...