კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც...

“სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით!” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ცალკეული არასამთავრობოებისა და პარტიების ოფისებზე მძიმე შეურაცმყოფელი წარწერების დატოვებაა ასახული და ამასთან კონკრეტულ გამაფთხილებელ მიმართვას აკეთებს:

ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი!

რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით!

ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ!

სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!

არასამთავრობოები:
1),,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’
2),,თბილისი პრაიდი’’
3),,საფარი’’
4)მოძრაობა ,,ნაბიჯი’’
5)მოძრაობა ,,სირცხვილია’’
6),,სასამართლოს გუშაგი’’
7),,მთის ამბები’’
8 სტუდია მონიტორი’’
9)მოძრაობა ,,ტალღა’’
10),,სამოქალაქო საზოგადოების ფონდი’’ (სოროსის ფონდი)
11),,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’
12),,საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ – ბათუმი
13),,მწვანე სექტორი’’- ბათუმი

პარტიები:
1),,ლელო საქართველოსთვის’’
2),,გირჩი-მეტი თავისუფლება’’
3),,გირჩი – დროა’’
4),,ლელო საქართველო’’ – ახალგაზრდული
5),,ნაციონალური მოძრაობა’’- ცენტრალური
6)„ ახალი- გვარამია მელია
7),,ენმ’’- ბათუმი
8 ლელო’’- ბათუმი
9),,ახალი’’- ბათუმი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...