შაბათი, აპრილი 27, 2024

“ქართული ოცნება” ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 33333 დოლარს გადაუხდის

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 12 თებერვლით თარიღდება, აღნიშნულია რომ ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ „ქართული ოცნება“ უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდო, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი. აღნიშნულ მომსახურებაში კომპანიას, მმართველი პარტია, თვეში 33333 დოლარს გადაუხდის.

დოკუმენტს ხელს აწერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

“მედიაში ინფორმაციის გავრცელების გზით DCI ჯგუფი ქართულ ოცნებას წარმოაჩენს, როგორც დემოკრატიის ურყევ მხარდამჭერს, განსაკუთრებით აშშ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში”, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ სარეგისტრაციო დოკუმენტში.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული