ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც...

“რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს” – პაატა მანჯგალაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს:

,,ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო-ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონს ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს.

ამ დასკვნაში, ამ შეფასებაში გაბათილებულია ,,ქართული ოცნების’’ ყველა არგუმენტი, თითქოს მათი მიზანი იყო გამჭირვალობა, თითქოსდა სხვა რამეს არ ისახავდა მიზნად. აქ დეტალურად არის აღწერილი, რომ ამ კანონს, ამ მართლა რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან, არც ავსტრალიურ კანონთან, რომელზეც იყო საუბარი და პირდაპირ არის საუბარი, რომ დაფინანსების წყაროს მიხედვით, ადამიანის უცხოეთის სამსახურში მყოფად ან აგენტად გამოცხადება არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

ასევე გაბათილებულია არგუმენტები გამჭირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს არ არის მიზნის მიღწევის საშუალება და შემოთავაზებულია – თუ სხვა საკითხები არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან უნდა შევიდეს შესაბამის კანონში და არ უნდა მოხდეს ადამიანების სტიგმატიზება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ,,ქართული ოცნება’’ სპეკულირებდა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები, უამრავი სამართლებრივი არგუმენტია ამ დასკვნაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახის წევრი’’,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...