ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

7 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ უგულავას დასაკავებლად მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია. ინაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს და კითხვას უსვამს: “თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ?

7 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ?

ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა?

თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული