კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია...

ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება:

ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება – პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, დღეს, ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.

ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რომ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...