კვირა, ივნისი 1, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom: 2024 წლის I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო...

ComCom: 2024 წლის I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა

2024 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 14 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 64.9% პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 18.4% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის პირველ კვარტალში „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 5.3 მილიონი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი, რომელიც 1.8 მილიონი იყო. არ შეცვლილა „პოსტვ“-ის შემოსავალი, რომელიც 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება „მთავარ არხს”, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.1 მილიონით გაიზარდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. 0.8 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.3 მილიონი ლარით ნაკლებია. „ბი ემ ჯი“-ს შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.1 მილიონი ლარით შემცირდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალი და 0.7 მილიონი ლარი იყო. „ჯი დი ეს“-მა კი 2023 წლის პირველი კვარტლის მსგავსად 0.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 0.1 მილიონი ლარი შეადგინა „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავალმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი 0.4 მილიონით შემცირდა და 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში ერთი მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-მდე პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...