ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი, გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან...

“ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი, გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც რა განცხადებები კეთდებოდა” – კახა კალაძე ევროპის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის და მსგავსი საკითხების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება ხელისუფლების ცვლილებას ისახავს მიზნად.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ქვეყანას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს:

ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი. გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა განცხადებები კეთდებოდა. პირდაპირ პარალელს ავლებდნენ, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზეა დამნაშავე, არ იქნებოდა გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიღებდა აღნიშნულ სტატუსს.

ხალხი ხვდება, რისთვის აკეთებენ აღნიშნულ განცხადებებს და რატომ იყენებენ მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან მათ უნდათ ხელისუფლების ცვლილება, თავიანთი აგენტურის მოყვანა და ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ჩაყენება.

ჩვენ არ ვართ სულელები, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვინდა ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რაც ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს. არაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება. წარმოიდგინეთ, მაშინ, თუნდაც სანქციებთან დაკავშირებით, შეცდომა რომ დაგვეშვა, მიგვეღო არასწორი გადაწყვეტილება, იგივე მოხალისეების ჩარტერული რეისით გაშვებასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, ხომ წარმოგიდგენიათ.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, არ ვიცი, დღევანდელ მსოფლიოში იმდენი უსამართლობა ხდება, გამორიცხული არაფერია. მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოზე, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სურათს ობიექტურად შეაფასებს.

ვფიქრობ გამოიძებნება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც რეალურ მდგომარეობას შეაფასებს. თუ საფრანგეთისთვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, კანადისთვის დასაშვებია აღნიშნული კანონი, როგორ შეიძლება ჩვენთვის იყოს ეს პრობლემა. გამოდის, რომ მაშინ სხვა ინტერესებშია საქმე. ვიცით ეს რისკენაცაა მიმართული, ჩვენ კი გვინდა მშვიდობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...